გერმანელი მოსამართლეები საქართველოში ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობით დაინტერესდნენ

12 ოქტომბერი 2016

12 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განახლებულ სასწავლო ცენტრში,  გერმანელ მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარაე ზაზა ხატიაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ ადვოკატთა ასოციაციის მუშაობის, ისტორიის , პროფესიაში შესვლის, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის, ეთიკის კომისიის საქმიანობის, იურიდიული განათლების თემებს.  
გაიმართა დისკუსია ცალკეული სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტის შესახებ საქართველოსა და გერმანიში.

სტუმრები შეთანხმდნენ, რომ ქართველ ადვოკატებთან აქტიურად გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი